[VIDEO] "რუსეთი ოკუპანტია" - თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა რუსი სპორტსმენის დაჯილდოვებისას ჰიმნს უსტვინეს
18 აპრილს თბილისში ძიუდოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) წონით კატეგორიაში ფინალში რუს ტიმურ არბუზოვთან წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
რუსული პრესა იტყობინება, რომ ქართველმა გულშემატკივრებმა დაჯილდოვებისას რუსეთის ჰიმნზე უსტვინს და ისმოდა შეძახილები - "რუსეთი ოკუპანტია".