რას ნიშნავს სიტყვა სიონი?
სიონი - მართლმადიდებლურ ეკლესიაში საეკლესიო, წმინდა ჭურჭელია, რომელშიც სეფისკვერი ინახება. ამზადებენ ვერცხლისგან და ის ფორმით, მინიატიურულად ქრისტიანული ეკლესიას განასახიერებს. ამ ჭურჭელს სანაწილეს უწოდებენ და საკურთხეველში ტრაპეზზე დგამენ.
სიონი საქართველოში არაერთ სოფელს (თიანეთის, მარნეულის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში) ჰქვია. სიონის სახელი აქვს ტაძრებს (თბილისში (საპატრიარქო ტაძარი), ატენის ხეობაში, ბოლნისში, დმანისში, ერწოში, თეთრიწყაროში, მანგლისში, რუსთავში, ურბნისში, უწერაში, ქობულეთში, ყაზბეგში, შილდაში. ასევე ქართული ტაძარია საზღვრებს მიღმა, ზაქათალაში.
ამასთან, სიონი მთაცაა იერუსალიმში, იერუსალიმის რაიონიც და ქალაქი შვეიცარიაში...
ამჯერად ტაძრებზე შევჩერდებით.
ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი სიონის ქუჩაზე მდებარეობს. მის ადგილას პირველი ეკლესია ვახტანგ გორგასლის დროს უნდა ყოფილიყო აგებული, როგორც საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარი. მისი მშენებლობა შემდგომ საუკუნეშიც გაგრძელდა, რომელშიც მოსახლეობა და ერისმთავრები მონაწილეობდნენ. ტაძარი ერისმთავარ ადარნასეს (619-639) დროს დასრულდა. მის აშენებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ვინმე მდიდარ ქვრივს, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.
1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ედ-დინმა თბილისის აღებისას სიონის გუმბათს თავი მოხადა და ტაძარში საკუთარი ტახტი დადგა, საიდანაც თვალს ადევნებდა იმ მოწამეებს, რომლებმაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები... მომდევნო საუკუნეებში დამპყრობელმა სიონი კვლავ არაერთხელ განადგურდა, რომელსაც ქართველები პერიოდულად განაახლებდნენ. უკანასკნელი დიდი დაზიანება 1795 წლის ირანის გამგებლის, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს მიიღო. საყდარში გაჩენილმა ხანძარმა XVII საუკუნის კედლის მხატვრობა და კანკელი იმსხვერპლა. 1818 წელს მასში შეწყდა ღვთისმსახურება და ფართს საეკლესიო ნივთების შესანახად იყენებდნენ. კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის გადაწყვეტილებით, 1851-1855 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა, მისივე პროექტით, კანკელი და სიონის ტაძარი აღადგინა, ახლიდან მოხატა. 1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა... 1801 წლიდან სიონის ტაძარში ასვენია საქართველოში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მიერ დაბრუნებული წმინდა ნინოს ჯვარი, ტაძარში ასევე არის მადლის ქვა და წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა... 1978-1979 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა ცუცქირიძის მიერ მოიხატა... ვრცლად