ირანს ჰორმუზის სრუტე აქვს ჩაკეტილი, აშშ-ს ირანის საზღვაო პორტები,მსოფლიო ეკონომიკა კი მათი მძევალი რჩება ...
გუშინდელი დღე,18 აპრილი ალბათ ნამდვილ დიდ გამოცდად იქცა მსოფლიო წამყვანი საინფორმაციო საშუალებებისთვის,რადგან ერთი დღის განმავლობაში ერთმანეთის გამომრიცხავი ახალი ამბები გავრცელდა,რომლებიც ჰორმუზის სრუტეს ეხებოდა...
თავდაპირველად,ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა,რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილი იყო ყველა სახის სავაჭრო გემისა და ტანკერისთვის და ასე დარჩებოდა ცეცხლის შეწყვეტაზე ზავის ამოწურვამდე(რომელსაც ვადა 22 აპრილს გასდის,თუკი არ გააგრძელებენ)...
ამას მოჰყვა,აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის განცხადება,რომ ის ირანულ საზღვაო პორტებს და იქიდან გამოსულ ტანკერებს არ მოუხსნიდა ამერიკულ საზღვაო ბლოკადას ომანის ყურეში,სანამ თეირანი არ დათანხმდება თეთრი სახლის მოთხოვნებს...
ამის საპასუხოდ თეირანიდან გაისმა უკვე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მკაცრი ძახილი იმის თაობაზე,რომ ირანი ისევ კეტავს ჰორმუზის სრუტეს და ამის პარალელურად ამ სრუტის აკვატორიაში სამ სამოქალაქო გემზე განხორციელდა კამიკაძე-დრონების შეტევა და გაიხსნა ტყვიამფრქვევების ცეცხლი ირანული „კოღოების ფლოტის“ სწრაფმცურავი მცირე კატარღიდან...
შესაბამისად, მსოფლიო დღეისათვის ისევ მიიღო ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე,დაბლოკილი ირანული პორტები და ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობრუდუქტებზე ფასების კვლავ ზრდა...
გამოდის,რომ მსოფლიო ეკონომიკა,რომელიც ყველაზე მეტადაა დამოკიდებული საწვავის ფასზე,ისევ ისრაელ-აშშ-ისა და ირანის შეიარაღებული დაპირისპირების მძევალი რჩება...
და დღეს, თუკი ცეცხლი შეწყვეტილია,ეს სულაც არ ნიშნავს,რომ სამიოდე დღეში,22 აპრილის შემდეგ ირანის დაბომბვები და თეირანის მხრიდან საპასუხოდ ბალისტიკური რაკეტების გაშვებები სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობტერმინალებისკენ,არ განახლდება...
ორკვირიანი დაპაუზების შემდეგ სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებების განახლების დიდ ალბათობაზეც მეტყველებს ისიც,რომ აშშ-ები სწრაფი ტემპებით აგრძელებენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან და მსოფლიოს სხვა რეგიონებიდანაც ირანის მიმართულებით ახალი შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის გადასროლას,ისევე როგორც ირანელები გამალებულად ცდილობენ გაასუფთაონ გამოსასვლელები გვირაბებიდან,რომლებიც ამერიკული და ისრაელის დაბომბვებმა ჩახერგეს,არადა ამ გვირაბებში კიდევ ასობით ბალისტიკური რაკეტა და ათასობით კამიკაძე-დრონი ინახება...
რაც არ უნდა იტრაბახოს აშშ-ის 47 პრეზიდენტმა ირანზე გამარჯვების შესახებ,მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან ერთად ვერ მიაღწია მთავარ მიზანს და ვერ ჩამოშალა ირანის აითოლების რეჟიმი.
ირანი ბრძოლისუნარიანი რჩება, თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და შესაბამისად აყენებს მისთვის ძალზე მომგებიან,მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსთვის მიუღებელ პირობას-ამიერიდან ჰორმუზის სრუტის გამვლელმა თითოეულმა ტანკერმა, მშრალტვირთმზიდმა, დაჭირხნული ბუნებრივი აირის მზიდმა და კონტეინერმზიდმა გემმა ირანს ხარკი უნდა გადაუხადოს,როგორც ეს სუეცის არხის გავლისას ხდება ეგვიპტის სასარგებლოდ...
მაგრამ,სუეცის არხი ხელოვნურადაა გაჭრილი,ისევე როგორც პანამის არხი და ამიტომაც იხდიან მოსაკრებელს იქ გამავალი გემების მფლობელები,მაშინ როდესაც ბუნებრივი სრუტეების გადალახვისას ასეთი წესი მსოფლიოს საზღვაო ნაოსნობაში არ არსებობს და რისი დაკანონებაც სურს თეირანს და რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მსოფლიოში საწვავის ფასს,თუკი აითოლების რეჟიმი ჰორმუზის სრუტით გატარებული ნედლი ნავთობის ერთ ბარელში ერთ დოლარს მოითხოვენ...
გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის თანახმად, საერთაშორისო წყლებში ტრანზიტის საფასური არ უნდა დაწესდეს.
თუმცა,თურქეთი ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებისთვის (შუქურა, ევაკუაცია, სამედიცინო მომსახურება) გადასახადს ითხოვს. საფასური გამოითვლება სპეციალურ ოქროს ფრანკებში. 2025 წლის 1 ივლისიდან ტარიფი 15%-ით გაიზარდა და ფრანკზე 5.08 დოლარს შეადგენს, რაც ერთ ტონა ტვირთზე ღირებულებას დაახლოებით 5.83 დოლარამდე ზრდის.
მოსაკრებლების მიუხედავად, მონტრეს კონვენცია უზრუნველყოფს სავაჭრო გემების თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში, როგორც მშვიდობიან, ასევე საომარ დროს.
სუეცის არხის გავლისთვის ეგვიპტე მაღალ გადასახადს ითხოვს, რომელიც შეიძლება იყოს დაახლოებით 10 აშშ დოლარი ერთ ტონა ტვირთზე ან ერთი მილიონ დოლარამდე გემზე.
პანამის არხში გავლის ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება:მცირე კერძო იახტებისთვის 500-700 დოლარია,დიდი კონტეინერმზიდი გემებისთვის კი შეიძლება 300 ათასი დოლარიც კი შეადგინოს, დამოკიდებულია გემის ზომაზე, ტვირთის ტიპზე და ასევე ტრანზიტის დაჩქარებაზე ანუ ურიგოდ გასვლაზე.
ჰიბრალტარის სრუტეში(რომელიც ხმელთაშუა ზღვას ატლანტიკის ოკეანეს აერთებს) გემების გასვლა უფასოა,რადგან ის ბუნებრივ საზღვაო გასასვლელს წარმოადგენს.
ირანს ძალიან სურს,რომ ეგვიპტეს,პანამისა და გარკვეულწილად თურქეთის მსგავსად,მასაც გაუჩნდეს წელიწადში რამდენიმე მილიარდი დოლარის დამატებითი შემოსავალი,თუკი მართლაც შეძლო ჰორმუზის სრუტის „მისაკუთრება“ და იქ გავლაზე მოსაკრებლის დაწესება,ოღონდ ზემოხსენებული სუევის არხის ორივე ნაპირი ეგვიპტისაა,ისევე როგორც პანამის არხის ნაპირები პანამის,ხოლო ჰორმუზის სრუტეს ჩრდილოეთ ნაპირი თუ ირანულია,სამხრეთ ნაპირი ომანს ეკუთვნის და თეირანს მოუწევს მოსაკრებლის გაყოფა მასკატისთვის,თუკი ომანი საერთოდ დათანხმდა ჰორმუზის სრუტის გასავლელად გადასახადების დაწესებას...