უსიამოვნო ინციდენტი მატჩზე და ტრავმირებული მამარდა - მისი მოედნიდან გაყვანა საკაცით გახდა საჭირო
პრემიერლიგის ოცდამეცამეტე ტურში “ლივერპულმა“ გასვლაზე “ევერტონი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძლებმა თავიდანვე უფრო სახიფათოდ შეუტიეს, ბეტუს თავური და გარნერის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ახლო მანძილიდან ნდიაიმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. სტუმრებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს - პიკფორდის კარი სალაჰმა დალაშქრა.
54-ე წუთზე ბეტუმ ანგარიში გაათანაბრა, დ ინერციით მამარდაშვილს შეეჯახა. გიორგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ვუდმენმა შეცვალა. გააგრძელეთ კითხვა