ილონ მასკმა სიმსივნით დაავადებულ 15 წლის გოგონას უკანასკნელი სურვილი აუსრულა - ისტორია, რომელმაც ყველა ააღელვა
15 წლის სიმსივნით დაავადებულმა გოგონამ, რომელიც ილონ მასკთან შეხვედრაზე ოცნებობდა, სიკვდილამდე ტექ მილიარდერს კითხვების სია ჩამოუწერა, რომელსაც ილონმა რამდენიმე დღის შემდეგ უპასუხა. მასკმა გოგონას უკანასკნელი სურვილი შეასრულა და ონლაინ უამრავ ადამიანს გულიც აუჩუყა.
კონსერვატორმა კომენტატორმა გლენ ბეკმა ხუთშაბათს X-თან ინტერვიუში 15 წლის ლივ პეროტოს გულისამაჩუყებელი ისტორია გაიხსენა, რომელიც მანამ გარდაიცვალა, სანამ ყველაზე დიდ ოცნებას აისრულებდა და მასკს შეხვდებოდა.

ბეკის თქმით, პეროტოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შესაძლებლობა ჰქონდა, მასკთან ტელეფონით ესაუბრა, თუმცა მას მოგვიანებით გადმორეკვა სთხოვა, რადგან გოგონა ძალიან იყო გადაღლილი. იმის მიუხედავად, რომ გოგონა მასკთან შეხვედრამდე გარდაიცვალა, მან თავის საწოლის მაგიდაზე 8 კითხვისგან შემდგარი ხელით დაწერილი სია დატოვა, რომელიც დედამისმა, რებეკამ, ბეკს აჩვენა იმ იმედით, რომ მასკი მათზე პასუხს გასცემდა.