ვითარება დაიძაბა: ირანი პასუხისთვის ემზადება - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი?!
ირანის სამხედრო ძალების განცხადებით, აშშ-ის ძალების მიერ ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი გემის დაკავებას უპასუხებენ. ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აგრესორი შეერთებული შტატები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით და საზღვაო გზის ძარცვით, ომანის ზღვის წყლებში ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს “, - აღნიშნულია ირანის სამხედრო ძალების განცხადებაში.
მათი მტკიცებით, აშშ-მა გაანადგურა გემის სანავიაგაციო აღჭურვილობა და გემბანზე ჯარისკაცები განალაგა, „რაც აგრესიის აქტის განხორციელებაა“.
„ვაფრთხილებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მალე უპასუხებენ და საპასუხო ზომებს მიმართავენ აშშ-ის შეიარაღებული მეკობრეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"