“არასდროს იღებდა თანხას არც ნათლობაში, არც ჯვრისწერაში...“ - რას ჰყვება მრევლის წევრი ბერ ნიკოლოზზე? - კვირის პალიტრა

“არასდროს იღებდა თანხას არც ნათლობაში, არც ჯვრისწერაში...“ - რას ჰყვება მრევლის წევრი ბერ ნიკოლოზზე?

19 აპ­რილს ბერი ნი­კო­ლო­ზი (ნა­რი­მა­ნი) მა­ქა­რაშ­ვი­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ის ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ფო­ნი­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. ბერი ნი­კო­ლო­ზის ბი­ნის კარ­თან მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მისი მიმ­დევ­რე­ბი. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მდუ­მა­რე ბერი რამ­დე­ნი­მე დღეა ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ბო­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცია მრევ­ლთან 9 აპ­რილს ჰქონ­და.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბოლო დროს ბერ ნი­კო­ლოზს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მას­თან ექი­მიც მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა კარ­თან მო­და­რა­ჯე მრევ­ლმა ის ბი­ნა­ში არ შე­უშ­ვა _ თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მიმ­დი­ნა­რე წლის 9 აპ­რილს, მათ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და და­ე­მუქრნენ ად­გილ­ზე მი­სულ ბე­რის მე­გო­ბარს მალ­ხაზ ჯი­ნო­რი­ას, რო­მელ­მაც უძ­ლუ­რე­ბა­ში მყოფ ბერ ნი­კო­ლოზ­თან ექი­მი მი­იყ­ვა­ნა.

ambebi.ge ბერი ნი­კო­ლო­ზის (ნა­რი­მა­ნის) მრევ­ლის წევრ მა­ი­კოს ესა­უბ­რა:

"მამა ნი­კო­ლო­ზის მრევ­ლი ვარ (ოღონდ, ფა­ნა­ტი­კოს­თა რი­ცხვს არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი), მას რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი. იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია არ მომ­წონ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან სის­ტე­მა­ტუ­რად არ დავ­დი­ო­დი. ბერ­თან სა­ჭი­რო დროს აღ­მოვ­ჩნდი, ეს შემ­თხვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა - დედა გარ­და­მეც­ვა­ლა და უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, მა­შინ მი­ვე­დი პირ­ვე­ლად მამა ნი­კო­ლოზ­თან, მა­ნამ­დე თვა­ლით არ მყავ­და ნა­ნა­ხი. ნუ­გე­ში მჭირ­დე­ბო­და და მან მი­მახ­ვედ­რა, რომ ცხოვ­რე­ბა დე­და­მი­წა­ზე არ სრულ­დე­ბა და სა­დღაც გრძელ­დე­ბა (იმ­ხა­ნად, ბერი ზეს­ტა­ფო­ნის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. მე­ო­რედ მა­შინ ვნა­ხე, რო­დე­საც გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე გა­და­ვი­და, ფო­ნი­ჭა­ლა­შიც მყავს ნა­ნა­ხი).. რო­გორც კი კარი გა­მო­ა­ღო, თავი და­ვუქ­ნიე, არა­ფე­რი მით­ქვამს, მან კი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით მი­მა­ნიშ­ნა, ხელი მაღ­ლა ას­წია და ცერი მიჩ­ვე­ნა და უკან შებ­რუნ­და. ხმა არ ამო­მი­ღია, მას­თან არ მი­სა­უბ­რია. სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ ვე­ძე­ბოთ ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩვენს გულ­თან ახ­ლოს მოვა. ეს ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და ჩემს გულ­თან, ის ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი და უბ­რა­ლო იყო, თავს რომ და­უხ­რი­დი, თა­ვა­დაც მე­ტა­ნი­ას აკე­თებ­და. მამა ნი­კო­ლოზს ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ვიცი და რო­გორც ბი­ნის პატ­რო­ნე­ბიც ამ­ბობ­დნენ (ვი­საც ის სი­ტუ­ა­ცია აქვს ნა­ნა­ხი), ის ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­საც არ მო­იხ­მარ­და, ტე­ლე­ფონ­ზე და სხვა ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნებ­ზე ხომ სა­ერ­თოდ არაა სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან ნაწ­ვა­ლე­ბი და ტან­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ბევ­რჯერ გახ­და და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი, რაც დიდი მკრე­ხე­ლო­ბა მგო­ნია.

განაგრძეთ კითხვა