"ჩცდ"-ს მსახიობი გიორგი მახარაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
"მოფერებაზე და სიყვარულის გამოხატვაზე არ მაქვს პრობლემა რა თქმა უნდა, პირიქით ეგ აუცილებელია. უბრალოდ ამას რო სხვა სახე ეძლევა და გაუაზრებელ ზეპირ ქმედებაში გადადის, თან პირველი მცდელობის მერე თუ ბავშვს არ ესიამოვნა და იგივეს აგრძელებენ, ძააან გამაღიზიანებელია და არა სასაიამოვნო. და ის კიდე ცალკე ამბავია ესე ჩავლით რო ჩაივლიან ხოლმე, ლოყაზე მოუფათურებენ ხელს და გაატასავებენ….. კიდე ვიმეორებ, სითბოს და სიყვარულის გამოხატვის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ბავშვი არ უნდა აღიქმებოდეს სათამაშოდ და ბავშვის სურვილს და ემოციას ყურადღება უნდა მიექცეს…ბავშვი არ ნიშნავს, უტვინოს, უემოციოს, უსულოს, სათამაშოს და ა.შ…. ბავშვის შემთხვევაში 1000-ჯერ უფრო გასათვალისწინებელია ესეთ დეტალებზე ყურადღების მიქცევა!!!! ნეტა მარტო ეს პრობლემა იყოს. სამწუხაროდ კიდე ბევრი ვიდეოს დავდებ მსგავს საკითხებზე." - წერს გიორგი მახარაძე.