ბათუმში საავტომობილო გზა ჩავარდა და მსუბუქი ავტომობილი ჩაიყოლა - კვირის პალიტრა

ბათუმში საავტომობილო გზა ჩავარდა და მსუბუქი ავტომობილი ჩაიყოლა

ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, საავტომობილო გზა ჩავარდა და მსუბუქი ავტომობილი ჩაიყოლა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

„როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა 355 მმ დიამეტრის მილი. წყლის ამოხეთქის შედეგად დაზიანების ადგილზე მიწის მასა ჩაიშალა, რამაც იქ მდგომი ავტომობილის ჩავარდნა გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია „ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს.

განაგრძეთ კითხვა