"7-კორპუსიანი მულტიფუნქციური ჯოჯოხეთი იპოდრომის ადგილას თბილისში უბრალოდ არ უნდა აშენდეს" - თაზო დათუნაშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე - კვირის პალიტრა

"7-კორპუსიანი მულტიფუნქციური ჯოჯოხეთი იპოდრომის ადგილას თბილისში უბრალოდ არ უნდა აშენდეს" - თაზო დათუნაშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე

ტრამპის სახელი კი არა, ვისი სახელიც გინდათ დაარქვით 7 -კორპუსიან ურბანულ გენოციდს, რომელიც მოკლავს იპოდრომს და ჩააქრობს თბილისის ცენტრში ფილტვებს. 7- კორპუსიანი მულტიფუნქციური ჯოჯოხეთი იპოდრომის ადგილას თბილისში უბრალოდ არ უნდა აშენდეს, არ შეიძლება, არის არაეთიკური და კატასტროფა ამ ქალაქისთვის, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის განხორციელებას.

მისივე თქმით, „ფხაკაძეები, ივანიშვილები გაურკვეველი ხალხი ტრამპის სახელს ამოეფარება თუ ვინმე სხვის სახელს, ეს არ უნდა აშენდეს“.

„საერთაშორისო ბიზნესში უკვე ტერმინად არის დამკვიდრებული ტრამპის ორგანიზაციის ფრანშიზას მოდელი. ტრამპის ორგანიზაცია ყიდის თავის სახელს სხვადასხვა საერთაშორისო დეველოპერულ პროექტებზე. რა თქმა უნდა, ამას აქვს სტანდარტი, მაგრამ ყიდის ამ ფრანშიზას. ტრამპის სახელი კი არა, ვისი სახელიც გინდათ დაარქვით მსოფლიოში 7 -კორპუსიან ურბანულ გენოციდს, რომელიც მოკლავს იპოდრომს და ჩააქრობს თბილისის ცენტრში ფილტვებს. რისი სახელიც გინდათ დაარქვით, ეს ყველა ვარიანტში და ყველა შემთხვევაში იქნება უდიდესი ღორობა ყველა თბილისელთან მიმართ. ამიტომ ახლა ფხაკაძეები, ივანიშვილები, გაურკვეველი ხალხი ტრამპის სახელს ამოეფარებიან თუ ვინმე სხვის სახელს, არ შეცვლის იმას, რომ 7- კორპუსიანი მულტიფუნქციური ჯოჯოხეთი იპოდრომის ადგილას თბილისში უბრალოდ არ უნდა აშენდეს, არ შეიძლება, არის არაეთიკური და კატასტროფა ამ ქალაქისთვის. აფრიალონ უნდათ ეს ტრამპის სახელი, აუცილებლად ბოლომდე დავიცავთ ყველა საბურთალოელისა და თბილისელის ინტერესს, რომელსაც უკლავენ ქალაქის ცენტრალურ სასუნთქ შესაძლებლობას“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა