"არ ლაპარაკობდა და მიწერდა - ესენი არ არიან კარგად, ეს სექტააო... ჩემთან სხვა ურთიერთობა ჰქონდა, სექტანტებთან - სხვა" - რას ჰყვება მალხაზ ჯინორია - კვირის პალიტრა

"არ ლაპარაკობდა და მიწერდა - ესენი არ არიან კარგად, ეს სექტააო... ჩემთან სხვა ურთიერთობა ჰქონდა, სექტანტებთან - სხვა" - რას ჰყვება მალხაზ ჯინორია

მალ­ხაზ ჯი­ნო­რია ბერი ნი­კო­ლოზ (ნა­რი­მა­ნის) მა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და სუ­ლი­ე­რი შვი­ლია. ეს ის ადა­მი­ა­ნია, ვინც ბერს ექი­მი მი­უყ­ვა­ნა, მის ბი­ნას­თან მო­და­რა­ჯე აგ­რე­სი­ულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კი ორი­ვეს იქა­უ­რო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს შე­ძა­ხი­ლე­ბით: "ღმერ­თს რად უნდა მკურ­ნა­ლო­ბა, იქით უმ­კურ­ნა­ლებს ექიმს!" ჯი­ნო­რია მე­გობ­რის ამ­ბის გა­სა­გე­ბად მე­ო­რედ გუ­შინ მი­ვი­და და ვი­ნა­ი­დან მისი ვერა გა­ი­გო რა, ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს­თან ერ­თად სა­მაშ­ვე­ლოს და პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა გა­და­წყვი­ტა. ად­გილ­ზე შე­სუ­ლებს სკამ­ზე სა­მუ­და­მოდ მი­ძი­ნე­ბუ­ლი ბერი დახ­ვდათ...

ambebi.ge-ს მალ­ხაზ ჯი­ნო­რია უყ­ვე­ბა:

- ბერი ნი­კო­ლო­ზი ძა­ლი­ან მენ­დო­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი ოჯა­ხის წევ­რი ვი­ყა­ვი. რამ­დენ­ჯე­რაც მივ­სულ­ვარ, ყო­ველ­თვის მი­ღებ­და კარს, ამათ - არა, ეს არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სექ­ტა, ბერს ხან ღმერ­თს უძახ­დნენ, ხან - რას... მე და მამა ნი­კო­ლოზს სხვა სა­უბ­რე­ბი გვქონ­და, ის ბოლო ხა­ნებ­ში არ ლა­პა­რა­კობ­და და მი­წერ­და - ესე­ნი არ არი­ან კარ­გად, ეს სექ­ტა­აო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, მა­შინ გა­უშ­ვი, რა­ტომ არ უშ­ვებ-მეთ­ქი და და­მა­ცა­დე, ამათ მე მო­ვუვ­ლი, ნა­ხავ, ბო­ლოს რას ვუ­ზა­მო. ეტყო­ბა, ახლა რაც მოხ­და, ამით გა­ფან­ტა ეს შე­პყრო­ბი­ლე­ბი. ესე­ნი არი­ან მკვლე­ლე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ექი­მი არ შე­უშ­ვა ადა­მი­ან­თან? ად­გილ­ზე როცა მი­ვე­დი ექიმ­თან ერ­თად, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ღმერ­თს ექი­მი და ნემ­სი რად უნდა, იქით უმ­კურ­ნა­ლებს, არ გა­ა­კა­რო ექი­მიო.

მამა ნი­კო­ლო­ზი მიყ­ვარ­და რო­გორც მო­ძღვა­რი, თო­რემ არას­დროს გა­მიღ­მერ­თე­ბია, თუ რამე ჭირ­დე­ბო­და, მივ­დი­ო­დი და ადა­მი­ა­ნუ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი. თვე­ში ერთხელ ზუგ­დი­დი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­დი­ო­და ჩემი ნა­თე­სა­ვი, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ყვა­ნი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი შოთა ქარ­ჩა­ვა. მამა ნი­კო­ლო­ზი მას პა­ტივს სცემ­და, ექიმს მის­გან კურ­თხე­ვა ჰქონ­და და ნა­ხუ­ლობ­და. მამა ნი­კო­ლოზ­თან თვე­ში ერთხელ მივ­დი­ო­დით მე და შოთა.

განაგრძეთ კითხვა