ბერი ნიკოლოზის მრევლი ითხოვს, გარდაცვლილი სვეტიცხოველში, ან სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალონ - კვირის პალიტრა

ბერი ნიკოლოზის მრევლი ითხოვს, გარდაცვლილი სვეტიცხოველში, ან სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალონ

ბერი ნი­კო­ლო­ზის (ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლის) გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მრევ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დინ­შია. მისი მიმ­დევ­რე­ბი ითხო­ვენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი მცხე­თა­ში, სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში, ან სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ეზო­ში დაკ­რძა­ლონ.

  • მათი გან­მარ­ტე­ბით, ამ ად­გი­ლებს ბე­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და, რად­გან ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და მცხე­თა­ში და ამ ქა­ლაქს, რო­გორც ქვეყ­ნის უმ­თავ­რეს რე­ლი­გი­ურ ცენ­ტრს, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და. გარ­და ამი­სა, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი მისი მო­ძღვა­რი, მამა გაბ­რი­ე­ლი.

ბერი ნი­კო­ლო­ზის მიმ­დევ­რე­ბი "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დაკ­რძალ­ვის ზუს­ტი თა­რი­ღი ჯერ უც­ნო­ბია და ყვე­ლა­ფე­რი სა­პატ­რი­არ­ქოს ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი."დაკ­რძალ­ვა ზუს­ტად არ ვი­ცით რო­დის არის, მაგ­რამ ვე­ლო­დე­ბით. სა­პატ­რი­არ­ქო­ში ვთხო­ვეთ ასე­თი რა­ღაც, რომ იქ­ნებ მცხე­თა­ში და­ვა­საფ­ლა­ვოთ მამა ნი­კო­ლო­ზი. იქ მსა­ხუ­რობ­და სვე­ტი­ცხო­ველ­ში ან სვე­ტი­ცხოვ­ლის ეზო­ში ან სამ­თავ­რო­ში.

განაგრძეთ კითხვა