“გავოგნდი, როდესაც შევიტყვე, რომ ისრაელის ჯარისკაცმა ლიბანში კათოლიკური ხატი დააზიანა, უმკაცრესად ვგმობ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ - კვირის პალიტრა

“გავოგნდი, როდესაც შევიტყვე, რომ ისრაელის ჯარისკაცმა ლიბანში კათოლიკური ხატი დააზიანა, უმკაცრესად ვგმობ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელელი ჯარისკაცის მიერ სამხრეთ ლიბანის ქრისტიანებით დასახლებულ სოფელში იესოს ქანდაკების დამსხვრევა დაგმეს.

„გავოგნდი და მწუხარება განვიცადე, როდესაც შევიტყვე, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცმა სამხრეთ ლიბანში კათოლიკური რელიგიური ხატი დააზიანა. უმკაცრესად ვგმობ ამ ქმედებას. სამხედრო ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს და დამნაშავის მიმართ შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს მიიღებს. გამოვთქვამთ მწუხარებას ამ ინციდენტის და იმ ტკივილის გამო, რაც მან ლიბანსა და მთელ მსოფლიოში მორწმუნეებს მიაყენა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

განცხადება გაავრცელა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმაც, რომელმაც ჯარისკაცის ქმედებას სამარცხვინო უწოდა.

„ბოდიშს ვიხდით ამ ინციდენტისთვის და ბოდიშს ვუხდით ყველა ქრისტიანს, ვისი გრძნობებიც შეურაცხყვეს“, - განაცხადა საარმა.

განაგრძეთ კითხვა