"ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს" - დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას - კვირის პალიტრა

"ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს" - დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მზად არის ირანის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდეს.

აშშ-ის პრეზიდენტი New York Post-თან ინტერვიუში ირანის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ თეირანი პაკისტანში აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ აპირებს და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაგეგმილია და აშშ-ის დელეგაცია ისლამაბადში გაემგზავრა.

„ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ამ ეტაპზე თამაშებს არავინ თამაშობს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანისკენ გზაშია.

„ისინი ახლა იქ მიემგზავრებიან. დღეს საღამოს, [ისლამაბადის] დროით იქ იქნებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს.

„თუ მათ შეხვედრა სურთ, მე ამის პრობლემა არ მაქვს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"