"სამჯერ დავაკაკუნე და დავუძახე: მამაო, როგორ ხართ მეთქი, ტაში დამიკარით-მეთქი - ტაშით გვაგებინებდა როგორ იყო“ - რას ჰყვება მამა ნიკოლოზის მეგობარი და სულიერი შვილი
ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გუშინ, 19 აპრილს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამა ნარიმანის სულიერი შვილი "პალიტრანიუსის" ეთერში, გარდავლილ ბერს იხსენებს:
"სამჯერ დავაკაკუნე და დავუძახე: მამაო, როგორ ხართ მეთქი, ტაში დამიკარითთქო - ტაშით გვაგებინებდა როგორ იყო“.