„არქი“ #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია - კვირის პალიტრა

„არქი“ #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. ეს სპორტის ამ მიმართულებაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. წელს პირველობის მოსაპოვებლად ბათუმს 350 ძალოსანი 45 ქვეყნიდან სტუმრობს.

1-1776758046.jpg

ტურნირში არაერთი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. გულშემატკივრებსა და მაყურებლებს კი აქვთ შესაძლებლობა, უსასყიდლოდ დაესწრონ ჩემპიონატს და თვალი ადევნონ საერთაშორისო სპორტულ მოვლენას.

2-1776758053.jpg

„არქი“, როგორც ქართული სპორტის მრავალწლიანი ერთგული მხარდამჭერი, ახლა ჩემპიონატის ოქროს სპონსორია.

3-1776758062.jpg

„უმნიშვნელოვანესია, როცა მსგავს ღონისძიებებს ქვეყნის #1 დეველოპერული კომპანია უჭერს მხარს, რადგან ეს სტიმული და მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის და სპორტსმენებისთვის. არქი ყოველთვის ზრუნავს ქართული სპორტის განვითარებაზე, რაც მუდმივად იგრძნობა და რასაც ეს ჩემპიონატიც ადასტურებს“, - განაცხადა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ტალახაძემ.

R