“ერთ-ერთმა ქალმა ნიუ ჯერსის პოლიციაც „დათაგა“, გააგდეთ ამერიკის „ჰეითერი“ აქედანო... რომ მე ამერიკაში ვარ არალეგალურად...“ - რა მიმართვას ავრცელებს ნინი შერმადინი - კვირის პალიტრა

“ერთ-ერთმა ქალმა ნიუ ჯერსის პოლიციაც „დათაგა“, გააგდეთ ამერიკის „ჰეითერი“ აქედანო... რომ მე ამერიკაში ვარ არალეგალურად...“ - რა მიმართვას ავრცელებს ნინი შერმადინი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი ვრცელ მიმართვას ავრცელებს. ნინი საუბრობს სოციალურ ქსელში მის მიმართ დაწერილი დისკრედიტაციული კომენტარების შესახებ და, როგორც თავად განმარტავს, ეს პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებების გამო მოხდა:

"გამარჯობა, მე ვარ ნინი შერმადინი, უკვე 14 წელია, რაც ამერიკაში იმიგრაციაში ვცხოვრობ. მეც რიგითი ემიგრანტი ვარ, მეც გამიჭირდა აქ თავის დამკვიდრება.

მინდა მადლობა გადავუხადო ამ ქვეყანას, რომელმაც მიმიღო და მომცა ექსტრაორდინარული ტალანტით დაჯილდოებული ადამიანებისთვის განკუთვნილი მწვანე ბარათი - დღეს უკვე ვარ ამერიკის მოქალაქე. ეს ქვეყანა არის ჩემთვის მეორე სამშობლო, რომელმაც გამზარდა, მიმიღო, ძალიან ბევრი კარი გამიღო, მასწავლა, ბევრი უნარი აღმომაჩენინა საკუთარ თავში. ბევრი სასწაული მოხდა ჩემს თავს, ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებისგანაც ბევრი ვისწავლე. დღეს უკვე 3 შტატში მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია. 80 ბავშვზე მეტია ჩემთან და ყველამ იცის ქართული ენა, ქართული სიმღერა, ქართული ჰიმნი, მათგან რამდენიმე უცხოელია.

ვესაუბრები ქართულად, ვცდილობ, ვასწავლო ქართული სიმღერები, უცხოელებს მინდა ვაჩვენო, რომელი ქვეყნიდან ვარ, შევაყვარო ჩვენი კულტურა. ამას მთელი გულით ვაკეთებ, რადგან მე ყველაზე მეტად ჩემი სამშობლო მიყვარს და მენატრება.

განაგრძეთ კითხვა