2025 წელს საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა - კვირის პალიტრა

2025 წელს საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს, 1560 არასრულწლოვანზე დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევა.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით ძალადობის სახეების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ფიზიკური ძალადობა - 329 ბავშვი

ფსიქოლოგიური ძალადობა - 594 ბავშვი

სექსუალური ძალადობა - 170 ბავშვი

უგულებელყოფა - 381 ბავშვი

იძულება - 18 ბავშვი

ეკონომიკური ძალადობა - 3 ბავშვი

შრომითი ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი - 3 ბავშვი

სექსუალური ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი - 6 ბავშვი

სხვა - 56 ბავშვი.

"ინტერპრესნიუსი"