"მასთან 3 წელი იყო მორჩილებაში... ერთხელ, მამა გაბრიელმა კოვზი მიაწოდა, ჩაის მოურიეო, ოღონდ, უკუღმა მიაწოდა..." - ბერი ნიკოლოზის მამა გაბრიელთან ურთიერთობის უცნობი დეტალები - კვირის პალიტრა

"მასთან 3 წელი იყო მორჩილებაში... ერთხელ, მამა გაბრიელმა კოვზი მიაწოდა, ჩაის მოურიეო, ოღონდ, უკუღმა მიაწოდა..." - ბერი ნიკოლოზის მამა გაბრიელთან ურთიერთობის უცნობი დეტალები

"თვი­თონ გა­და­წყვი­ტა ასე - მღვდელმსა­ხუ­რე­ბა­ზე უარი თქვა. ეს ფაქ­ტი მერე ცუ­დად გა­მო­ი­ყე­ნეს, თით­ქოს პატ­რი­არ­ქის ურ­ჩო­ბის გამო შე­უ­ჩე­რეს მღვდლო­ბა. მამა ნი­კო­ლოზს როცა ვუ­თხა­რი, რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი-თქო, მი­თხრა, მალ­ხაზ, მე პირ­და­პირ მღვდე­ლი გავ­ხდი, არ შე­იძ­ლე­ბო­და, რა­ღაც გზა ხომ უნდა გა­მევ­ლო და მრცხვე­ნო­და. სუფ­თა უნდა იყო, მამა გაბ­რი­ელ­მაც ეგ მი­თხრა, ჯერ ის გზა გა­ი­ა­რე, რაც მე გა­ვი­ა­რე, კარ­და­კარ იარე, ასე უცებ მღვდე­ლი რომ გახ­დი, ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­აო, მა­ნაც ეს გზა გა­ი­ა­რა. მერე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მამა ნი­კო­ლოზს პატ­რი­არ­ქი ებ­რძვის, გა­და­ა­ყე­ნა და ა.შ. არა­და, ბერ­მა თვი­თონ აირ­ჩია ეს გზა “... - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ბერი ნი­კო­ლო­ზის მე­გო­ბა­რი და სუ­ლი­ე­რი შვი­ლი მალ­ხაზ ჯი­ნო­რია, რო­მე­ლიც მდუ­მა­რე ბე­რი­სა და მამა გაბ­რი­ე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვი­ამ­ბობს:

mamagabrielii91-45521-1776763124.jpg

- მამა ნი­კო­ლო­ზი სა­ლო­სი არ ყო­ფი­ლა, სა­ლო­სი იყო მისი მო­ძღვა­რი - მამა გაბ­რი­ე­ლი. 1992 წლი­დან მამა გაბ­რი­ელ­თან ინ­ტენ­სი­უ­რად დავ­დი­ო­დი. მისი მრევ­ლი­დან მამა ნი­კო­ლო­ზი იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი მცხე­თა­ში სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში (ასე­ვე, ოლ­ღას აშე­ნე­ბულ მო­ნას­ტერ­ში, ამ­ჟა­მად ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტე­რი ჰქვია), იქ დავ­დი­ო­დით აღ­სა­რე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, მერე ყვე­ლა­ნი ერ­თად მამა გაბ­რი­ელ­თან ჩავ­დი­ო­დით, მამა ნი­კო­ლო­ზი კი სვე­ტი­ცხო­ველ­ში ბრუნ­დე­ბო­და. ბერი მამა გაბ­რი­ელ­თან სამი წელი იყო მორ­ჩი­ლე­ბა­ში. მამა ნი­კო­ლოზ­მა მას­ში სიწ­მინ­დე ნახა და ამი­ტომ აირ­ჩია მო­ძღვრად, იტყო­და ხოლ­მე, ასე­თი თავ­მდაბ­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი არ­სად მი­ნა­ხავ­სო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ეტყო­და, ნი­კო­ლოზ, მოდი აქო, ის და­ჩო­ქი­ლი მი­დი­ო­და მას­თან, რა­ღაც­ნა­ი­რი სას­წა­უ­ლი მორ­ჩი­ლე­ბა ჰქონ­და. ერთხელ, მა­გა­ლი­თად, მამა გაბ­რი­ელ­მა კოვ­ზი მი­ა­წო­და, ჩაის მო­უ­რი­ეო, ოღონდ, უკუღ­მა მი­ა­წო­და, მა­მა­ომ კოვ­ზი გა­ას­წო­რა და ისე მო­უ­რია. მამა გაბ­რი­ე­ლი ეუბ­ნე­ბა: ნი­კო­ლოზ, მორ­ჩი­ლე­ბა გაკ­ლი­აო, ანუ რო­გორც მო­გა­წო­დე, ისე უნდა მო­გე­რი­აო. მორ­ჩი­ლე­ბა ცოტა რთუ­ლი რა­მაა, ასე­თი სა­ო­ცა­რი დე­ტა­ლე­ბია...

განაგრძეთ კითხვა