"14 წლის წინ,  21 აპრილს პარტია ,, ქართული ოცნება “ დავარეგისტრირეთ იუსტიციის სამინისტროში" - ეკა ბესელია - კვირის პალიტრა

"14 წლის წინ,  21 აპრილს პარტია ,, ქართული ოცნება “ დავარეგისტრირეთ იუსტიციის სამინისტროში" - ეკა ბესელია

"14 წლის წინ, ამ დღეს პარტია ,, ქართული ოცნება “ დავარეგისტრირეთ იუსტიციის სამინისტროში", - ამის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

"იურიდიულ პროცედურას მე ვუძღვებოდი … მჯეროდა რომ ეს გზა აუცილებელი ცვლილებებისთვის იყო გასავლელი , რათა დაგვესრულებინა ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და უკანონო პატიმრების დრო ! სამწუხაროდ უამრავი მცდელობისა და ძალისხმევისა რაც ამ მიზნით ჩავდეთ - ამაო აღმოჩდა ! იმედგაცრუებული ვართ ჩვენ ვისი ბრძოლის ხარჯზე მოხდა ცვლილება და ყველაფერი გავაკეთეთ საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის , მაგრამ ეს პარტია გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად და არა მთავარი დაპირებების შესრულების ინსტრუმენტად!

მთავარ დაპირებებს უღალატა "ქართულმა ოცნებამ" ! დღეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაა ისევ და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარი ! როდესაც მეკითხებიან ვნანობ თუ არა , რომ ვიდექი ცვლილებების პროცესის წინა ხაზზე - ვამბობ არა, რადგან ის რეჟიმი უნდა შეცვლილიყო! არ უნდა დახუჭო თვალი , თუ ხდება იგივე ვინც არ უნდა იყოს უსამართლობის ავტორი ! ამიტომაც გაიყო 2018 წელს ჩვენი გზა დ მე დავრჩი ჩემს ღირებულებებთან , "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი დადგა წარსულის სახიფათო გადმონაშთის დასაცავად! არასოდეს ვინანებ რაც ვაკეთე იმ წლებში ბევრ კარგ ადამიანთან ერთად, რადგან იყო ღირებული, , მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებისთვის !

საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, პროგრესი იმ წლების რეფორმებით და ეს ყველაფერი გაანადგურა "ოცნების" პოლიტიკამ! ყველა და ყველაფერი გამოჩდა: ვინ რისთვის იბრძოდა, თანამდებობისთვის თუ საქართველოს ბედნიერებისთვის …არავინ დარჩა პირველი თაობის ნამდვილი მეოცნეებებიდან … მედროვე , კომფორმისტი ადამიანები შერჩა ბიძინა ივანიშვილს და ის აუცილებლად დადგება არჩევანის და ცვლილების წინაშე! ეს მალე მოხდება ! ცხოვრების კანონზომიერება მოიტანს ცვლილებებს დღეს!

დადგება თავისუფლების , დამოუკიდებლობის ეტაპიმართლმსაჯულების სისტემაში და დასრულდება უკანონო პატიმრების დრო!", - წერს ბესელია.