ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის სამსახიობო კარიერა ნიუ-იორკში: რას ამბობს ფილმზე "დიდი ცხვირი", რომელშიც ის მთავარ როლს თამაშობს - კვირის პალიტრა

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის სამსახიობო კარიერა ნიუ-იორკში: რას ამბობს ფილმზე "დიდი ცხვირი", რომელშიც ის მთავარ როლს თამაშობს

ანუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის უმ­ცრო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია ნიუ-იორკში ცხოვ­რობს, მუ­შა­ობს და ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში სულ უფრო აქ­ტი­უ­რად იმ­კვიდ­რებს თავს. პა­რიზ­ში და­ბა­დე­ბულ­მა გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბა­ში­ვე გა­ნა­ცხა­და - "ყვე­ლა­ზე მე­ტად მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­და და გავ­ხდე­ბი კი­დე­ცო“, პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა. ამ­ჯე­რად ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არა მხო­ლოდ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, არა­მედ რო­გორც სცე­ნა­რის­ტი, იდე­ის ავ­ტო­რი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი წარ­სდგა.

nanuyli-shevatrdnjana-45701-1776765410.jpg

  • "სიყ­ვა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი წე­რი­ლი სა­კუ­თარ თავს“ - ფილ­მი BIG NOSE

ნა­ნუ­ლიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უ­ზი­ა­რა თა­ვი­სი ახა­ლი ნა­მუ­შევ­რის, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის "BIG NOSE“ ("დიდი ცხვი­რი") ტრე­ი­ლე­რი. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, ეს არის ერ­თგვა­რი "უც­ნა­უ­რი, კო­მე­დი­უ­რი და გი­ჟუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის წე­რი­ლი“ სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­კუ­თა­რი ცხვი­რი­სა და იმ კომ­პლექ­სე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვა­ტა­რებთ. ფილ­მის პრე­მი­ე­რა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, უკვე შედ­გა, მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია.

"იმე­დი მაქვს, სა­ბო­ლო­ოდ შევ­ძლებთ ვი­პო­ვოთ სიყ­ვა­რუ­ლი ჩვე­ნი სხე­უ­ლის იმ და­უც­ვე­ლი, წვე­ტი­ა­ნი თუ უც­ნა­უ­რი ნა­წი­ლე­ბის მი­მართ, რაც ზოგ­ჯერ გვა­ში­ნებს“, - წერს ნა­ნუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა