არასრულწლოვანთან ურთიერთობა და სასტიკი მკვლელობა - ცნობილ ამერიკელ რეპერს სიკვდილით დასჯა ემუქრება: უმძიმესი დანაშაულის დეტალები
ამერიკელ რეპერ D4vd-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება მას შემდეგ, რაც მისი Tesla-ს საბარგულში 14 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ D4vd-ს გოგონასთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა ის მკვლელობის მომენტში ორსულად ყოფილიყო.
ორშაბათს, პროკურორებმა გაამხილეს მომღერლის ბოროტი მოტივები და რეპერს მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. D4vd, რომლის ნამდვილი სახელია დევიდ ენტონი ბურკი, 16 აპრილს, 14 წლის სელესტე რივას ერნანდესის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს.
გამოიკვეთა საქმის ახალი დეტალებიც - ბურკმა დანაშაული, სავარაუდოდ, ფინანსური სარგებლის მიზნით ჩაიდინა და ახალგაზრდა ქალის მოსაკლავად “ბასრი საგანი“ გამოიყენა, რომლის ცხედარიც მის Tesla-ში იპოვეს.
“ციფრული და სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მან ის მოკლა, რათა მუსიკალური კარიერა არასრულწლოვანთან მისი ურთიერთობის გამჟღავნებით გამოწვეული საფრთხისგან დაეცვა. რივასი, რომლის დასახიჩრებული ცხედარი 7 თვის წინ იპოვეს, სავარაუდოდ, დანაშაულის მოწმე იყო და განზრახ სწორედ ამ მიზეზით მოკლეს“, - განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორმა ნათან ჯ. ჰოჩმანმა. გააგრძელეთ კითხვა