“საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ცდილობდნენ მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, ექსპერტებთან და ბიზნესთან, მომავალში მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად“ - სუსი
ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, ზოგიერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურის ან მათთან კავშირში მყოფი პირების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების შექმნის მცდელობები წარმოადგენდა - საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ყურადღება ეთმობოდა კავშირების დამყარებას და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის არხების ფორმირებას ქართულ ბიზნესთან. ამ მიმართულებით ეწყობოდა ცალკეული ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავდა ქართულ ეკონომიკაში მოქმედ წარმატებულ ბიზნესოპერატორებთან კავშირების დამყარებას, მომავალში მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს.
სუს-ი 2025 წლის საქმიანობის ამსახველ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები.