“მე ვარ 4 ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზატორი - „ნაცების“, ბურჭულაძის ან ნანა სანდერის რევოლუცია არ იქნება, ყველაფერს ვაკეთებ, რომ სახალხო რევოლუცია იყოს“ - ნანა სანდერი 4 ოქტომბრამდე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში
მე ვარ 4 ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზატორი, რომელსაც აქვს გეგმა, როგორ გადაარჩინოს ქვეყანაც, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნანა სანდერი იმ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც დაკავებამდე, სექტემბერში გამოაქვეყნა და რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულების სახით სასამართლოში გამოიკვლიეს.
სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში ნანა სანდერის სოციალური ქსელებიდან ჩამოტვირთული ვიდეოები აქვს წარმოდგენილი.
„ნაცების", ბურჭულაძის, ან ნანა სანდერის რევოლუცია არ იქნება, ყველაფერს ვაკეთებ, რომ 4 ოქტომბერს იყოს სახალხო რევოლუცია, ამისთვის ჩამოვდივართ ათასობით ემიგრანტი და ამისთვის ვრთავთ ისეთ ჯგუფებს, რომლებიც „ნაცების“ გვერდით არ დადგებოდნენ და არც ბურჭულაძის ნდობა არ აქვთ, რადგან ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამაჩნია და ჩემი მიზანი მხოლოდ რუსული რეჟიმის დასრულება არაა, არამედ ახალი ქვეყნის აშენებაა, 16 წლის შემდეგ მოვდივარ საცხოვრებლად რადგან ახლა უჭირს ჩემს ქვეყანას.
მე, ნანა სანდერი გთავაზობთ ასეთ რამეს, თქვენ 4 ოქტომბერს დადგებით საქართველოს მხარეს, თქვენ 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმის მხარეს არ უნდა ირიცხებოდეთ",- აცხადებს სანდერი ვიდეოში, რომელსაც სასამართლოში იკვლევენ.