სკანდალი რუსეთში, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - კვირის პალიტრა

სკანდალი რუსეთში, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

რუ­სეთ­ში სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა - შე­გახ­სე­ნებთ, ერთი კვი­რის წინ Instagram-ის ვარ­სკვლავმა ვიქ­ტო­რია ბო­ნი­ამ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სად­მი მი­მარ­თვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა: მან გა­ნა­ცხა­და, რომ ხალ­ხს მისი ეში­ნია, "ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი" კი პრე­ზი­დენტს რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებს უმა­ლა­ვენ. კრემ­ლის თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, პროკ­რემ­ლის­ტურ­მა მე­დი­ამ და ბლო­გე­რებ­მა ბო­ნი­ა­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. ბო­ნი­ას მთა­ვა­რი სა­ჯა­რო ოპო­ნენ­ტი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვი გახ­და, რის შემ­დე­გაც ბლო­გე­რი მას სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით და­ე­მუქ­რა.

ვინ არის ბო­ნია?

ბო­ნი­ამ პო­პუ­ლა­რო­ბა 2006-2007 წლებ­ში რე­ა­ლი­თი შო­უ­ში "დომ-2 მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­ი­პო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ავი­თა­რებ­და პი­რად ბლოგს "ინ­სტაგ­რამ­ზე". ამ­ჟა­მად, რუ­სეთ­ში ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ბლო­კი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ნა­კო­ში მცხოვ­რე­ბი ბო­ნი­ას ცხოვ­რე­ბას 13 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ადევ­ნებს თვალს. მე­დია სივ­რცე­ში ბლო­გერ­მა სა­ხე­ლი გა­ით­ქვა, რო­გორც სხვა­დას­ხვა კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბი­სა და ბი­უ­თი-პრაქ­ტი­კე­ბის მომ­ხრემ. ის ასე­ვე ავ­რცე­ლებ­და კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს, კერ­ძოდ, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პიკ­ში, ის 5G ან­ძე­ბის მავ­ნებ­ლო­ბი­სა და ვაქ­ცი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით "ჩი­პი­რე­ბის“ იდე­ებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევ­და.

1-1776774198.webp

რას თქვა მან მი­მარ­თვა­ში?

გა­სულ ორ­შა­ბათს ბო­ნი­ამ Instagram-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა მი­მარ­თვა პუ­ტი­ნი­სად­მი, რო­მელ­შიც "ხალ­ხის სა­ხე­ლით“ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის მცხოვ­რებ­ლებს პრე­ზი­დენ­ტის ეში­ნი­ათ.

"ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რო­ვიჩ, თქვე­ნი ეში­ნი­ათ ბლო­გე­რებს, არ­ტის­ტებს, გუ­ბერ­ნა­ტო­რებს... თქვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ხართ. მგო­ნია, რომ ჩვენ არ უნდა გვე­ში­ნო­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ბლო­გერ­მა.

ასე­ვე, ბო­ნი­ამ ჩა­მოთ­ვა­ლა პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­საც, მისი აზ­რით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს უმა­ლა­ვენ. მათ შო­რის - წყალ­დი­დო­ბა და­ღეს­ტან­ში, მა­ზუ­თის დაღ­ვრა ანა­პა­ში, სა­ქონ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა ნო­ვო­სი­ბირსკის ოლ­ქში, ინ­ტერ­ნე­ტის ბლო­კი­რე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი.

ბო­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტინ­სა და ხალ­ხს შო­რის "კე­დე­ლია აღ­მარ­თუ­ლი“, მას კი ამ კედ­ლის გარ­ღვე­ვა სურს. ამას­თან, მან და­ა­ზუს­ტა, რომ მხარს უჭერს პრე­ზი­დენტს და მას "ძლი­ერ პო­ლი­ტი­კო­სად“ მი­იჩ­ნევს. ერთ კვი­რა­ში ბო­ნი­ას მი­მარ­თვამ თით­ქმის 30 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა და 116 ათას­ზე მეტ­ჯერ გა­ა­ზი­ა­რეს.

2-1776774216.jpg

ბო­ნი­ას შემ­დეგ პუ­ტინს მსგავ­სი ვი­დე­ო­თი მი­მარ­თა Instagram-ის კი­დევ ერ­თმა ვარ­სკვლავ­მა, რე­პერ გუ­ფის ყო­ფილ­მა ცოლ­მა აიზა დოლ­მა­ტო­ვამ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში მან პოს­ტი წა­შა­ლა.

განაგრძეთ ლოთხვა