მამუკა მდინარაძე ახალ სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად დაინიშნა, სუს-ის უფროსად გეკა გელაძე, შს მინისტრად სულხან თამაზაშვილი - ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
მთავრობაში საკადრო გადაადგილებებია. ამის შესახებ პრემიერის ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
იქმნება ახალი თანამდებობა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც სუს-ს ხელმძღვანელობდა. ასევე, მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
სუს-ის უფროსად გეკა გელაძე დაინიშნა, რომელიც იქ შსს-დან გადავა.
შს მინისტრის პოსტს აჭარის მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც ვიცე-პრემიერად დაინიშნა.