“მე ძაან მალევე დავკარგე დიდი რაოდენობის წონა და ორი წლის განმავლობაში ძაან რთულ პერიოდში ვიყავი, ფსიქოლოგიურად მართლა ჯურღმულებში ჩავედი...“ - ნატა მურვანიძე და მანუ თავაძე გადატანილ განსაცდელზე - კვირის პალიტრა

“მე ძაან მალევე დავკარგე დიდი რაოდენობის წონა და ორი წლის განმავლობაში ძაან რთულ პერიოდში ვიყავი, ფსიქოლოგიურად მართლა ჯურღმულებში ჩავედი...“ - ნატა მურვანიძე და მანუ თავაძე გადატანილ განსაცდელზე

მსახიობი ნატა მურვანიძე და მისი ქალიშვილი, ასევე მსახიობი მანუ თავაძე, ანა ტყებუჩავას პოდკასტ მეხუთე ელემენტში სტუმრობდნენ. ისაუბრეს მათ დემოკრატიულ ოჯახზე, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის უფლება, ოჯახის წევრების მეგობრობაზე, ასევე ობიექტურ კრიტიკაზე ერთმანეთის საქმიანობის, ხასიათების მსგავსებაზე. ასევე შეეხნენ საკმაოდ დიდ განსაცდელს, რაც მათი ოჯახის ცხოვრებაში იყო რამდენიმე წლის წინ და მანუს ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელსაც თინეიჯერულ ასაკში კვებითი აშლილობა დაეწყო და მძიმე ფორმებიც მიიღო ამან.

მანუ თავაძე:

- კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა, რატომაც დამეწყო. ძაან ბევრმა რაღაცამ იმოქმედა. ძირითადად უფრო საზოგადოების მხრიდან მოხვეულმა რაღაცა აზრმა. ამ ქვეყანაში განსაკუთრებით ჭარბობს ის აზრი, რომ ყველანი რატომღაც გამხდრები უნდა ვიყოთ და ყველას უნდა გვქონდეს იდეალური გარეგნობა, რომ მიმზიდველები ან საინტერესოები ვიყოთ. გარდატეხის ასაკში, დღესაც რასაც ვუყურებ, ეპიდემიასავით არის კვებითი აშლილობა და გადამდებია რაღაც კუთხით. ძალიან საშიში ველები არსებობს ასევე სოციალურ ქსელში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მოზარდები როგორ იყენებენ ამ სოციალურ ქსელებს, იმიტომ რომ არის ძალიან საშინელი გვერდები, რომლების მეშვეობითაც პირიქით, წახალისებულია კვებითი აშლილობა. ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ყველას მენტალურ ჯანმრთელობაზე.მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძაან ბევრმა რაღაცამ იმოქმედა ერთად. იმანაც, რომ საბალეტო სტუდიაში დავდიოდი და ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ვყოფილიყავი გამხდარი, რადგან კონკრეტული სტანდარტი არსებობს საბალეტო სტუდიისთვის. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ჩავაბარე რეალურად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, იყო ეგ, რომ არ მქონოდა მუდმივი წნეხი. მაკამ, ბებიაჩემმა მითხრა პირველ რიგში, უნდა გაწამდე, რომ მაგ სტანდარტებში ჩაჯდე, მთელი ცხოვრება უნდა იყო დიეტებზე, ივარჯიშო ყოველდღე და ასე შემდეგ...და იმ მომენტში, გარდატეხის ასაკში რომ ხარ და ისედაც ძაან დიდი ჰორმონალური ცვლილებები რომ მიდის შენს ორგანიზმში, კიდევ რაღაცებს რომ აძალებ შენს თავს, ძაან დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ აღარ ჩავაბარე...

განაგრძეთ კითხვა