სა­მეგ­რე­ლო და ზუგ­დი­დი დიდ ადა­მი­ანს - სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ე.წ. ოქ­როს თა­ო­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე - ქო­რე­ოგ­რაფს - ბა­ტონ თა­მაზ მო­სი­ას და­ემ­შვი­დო­ბა - კვირის პალიტრა

სა­მეგ­რე­ლო და ზუგ­დი­დი დიდ ადა­მი­ანს - სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ე.წ. ოქ­როს თა­ო­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე - ქო­რე­ოგ­რაფს - ბა­ტონ თა­მაზ მო­სი­ას და­ემ­შვი­დო­ბა

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო, კონ­კრე­ტუ­ლად კი - სა­მეგ­რე­ლო და ზუგ­დი­დი დიდ ადა­მი­ანს - სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ე.წ. ოქ­როს თა­ო­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე - ქო­რე­ოგ­რაფს - ბა­ტონ თა­მაზ მო­სი­ას და­ემ­შვი­დო­ბა, არა­და სულ მალე 82 წლის უნდა გამ­ხდა­რი­ყო - მა­ინც ენერ­გი­უ­ლად იყო და მა­ინც ცეკ­ვავ­და. ვწუხ­ვარ, რომ მის დაკ­რძალ­ვას ვერ და­ვეს­წა­რი, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.

იგი მო­ცეკ­ვა­ვე ძმე­ბი მო­სი­ე­ბის უმ­ცრო­სი ძმა გახ­ლდათ - თბი­ლი, მუ­დამ ღი­მი­ლი­ა­ნი, ხა­ლი­სი­ა­ნი და, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ცეკ­ვა­ვე-ქო­რე­ოგ­რა­ფი. ბა­ტონ თა­მაზს ყო­ველ­წლი­უ­რად სწო­რედ ზუგ­დიდ-ანაკ­ლი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ "არ­ტკოლხზე“ ვხვდე­ბო­დი ხოლ­მე. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შევ­ყუ­რებ­დი, 75 წლის ასაკ­შიც კი რა დი­დე­ბუ­ლად ცეკ­ვავ­და... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დენ­ჯერ­მე, მის რე­პე­ტი­ცი­ებ­საც დავ­სწრე­ბი­ვარ - თა­ვად ხომ ცეკ­ვავ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად - მო­ცეკ­ვა­ვე­თა ან­სამ­ბლ "ჩე­ლას“ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

mosia1-39354-1776843243.jpg

ერთხელ მას­თან ინ­ტერ­ვი­უც ჩავ­წე­რე და სწო­რედ მა­შინ მი­ამ­ბო თა­ვის ძმებ­ზეც და "ოქ­როს თა­ო­ბა­ზეც“. სწო­რედ მის­გან მო­ვის­მი­ნე, რომ უკვე ასაკ­ში მყოფ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ნინო რა­მიშ­ვილმა სწო­რედ იმ პე­რი­ო­დის მო­ცეკ­ვა­ვე­ებს უწო­და "ოქ­როს თა­ო­ბა“, ვინც 1960-დან 1970 წლამ­დე ცეკ­ვავ­და "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში“. მან­ვე მი­ამ­ბო, რომ სამი ძმა - მო­სია 1960 წელს ერ­თად მი­ვიდ­ნენ "პლე­ხა­ნოვ­ზე“, ძველ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, ან­სამ­ბლის­თვის რომ გა­ე­სინ­ჯათ. იმ­ხა­ნად უფ­რო­სი ძმა - ჯე­მა­ლი 19 წლის იყო, ლერი - 18-ის, თა­ვად ბა­ტონ თა­მაზს კი 16 წე­ლიც არ შეს­რუ­ლე­ბო­და და მა­ინც გა­მო­ცა­დეს, თა­ნაც - 80 მო­ცეკ­ვა­ვი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის წი­ნა­შე და... სა­მი­ვე მი­ი­ღეს, ოღონდ ბა­ტო­ნი თა­მა­ზი ასა­კის გამო თავ­და­პირ­ვე­ლად სტა­ჟი­ო­რად აუყ­ვა­ნი­ათ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ისიც ან­სამ­ბლში გაზ­რდი­ლა.

განაგრძეთ კითხვა