“მე უკვე დიდი ვარ წამლისთვის, გთხოვთ დაეხმარეთ ბავშვებს, ჩვენ თუ ვერა, ისინი მაინც იყვნენ ლაღები და ბედნიერები" - დიმა ვარდუაშვილი - კვირის პალიტრა

“მე უკვე დიდი ვარ წამლისთვის, გთხოვთ დაეხმარეთ ბავშვებს, ჩვენ თუ ვერა, ისინი მაინც იყვნენ ლაღები და ბედნიერები" - დიმა ვარდუაშვილი

უკვე კარ­გა ხა­ნია დი­უ­შე­ნის კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფი­ის (DMD) დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ და ქვე­ყა­ნა­ში იმ მე­დი­კა­მენ­ტის შე­მო­ტა­ნას ითხო­ვენ, რო­მე­ლიც მათ შვი­ლებს სი­ცო­ცხლეს გა­უ­ხან­გრძლი­ვებს. 21 აპ­რილს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი ითხო­ვენ, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­რის­კოა, ხოლო მათი ფუნ­ქცია არ არის სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა.

მან ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი მო­თხოვ­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის "უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბის“ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ბრი­ფინ­გის შემ­დეგ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან შეკ­რე­ბილ­მა მშობ­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც მე­დი­კა­მენ­ტის მო­თხოვ­ნით წინა ღამე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ად­გილ­ზე გა­ა­თე­ნეს თქვეს, რომ "იმ­დე­ნად მძი­მე იყო მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის სი­ტყვე­ბი, რომ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე­საც გა­და­ა­ჭარ­ბა".

დიმა ვარ­დუ­აშ­ვი­ლი დი­უ­შე­ნის კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ახალ­გაზ­რდაა. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:

განაგრძეთ კითხვა