საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი ცხოვრობს თბილისში?! - ოფიციალური ინფორმაცია
2024 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, თბილისში მოსახლეობის 34% ცხოვრობს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური წერს.
უფრო კონკრეტულად კი, მოსახლეობის აღწერის შედეგებში ვგებულობთ, რომ თბილისში 1 331 485 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილებს კი იმერეთი (510 741 კაცი) და ქვემო ქართლი (441 630 კაცი) იკავებენ.
უფრო დეტალურად კი, საქსტატის მიხედვი რეგიონის მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობა შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი - 1 331 485;
იმერეთი - 510 741;
ქვემო ქართლი - 441 630;
აჭარის ა.რ. – 402 929;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 305 597;
კახეთი - 303 823;
შიდა ქართლი - 251 736.