განათლება, ოჯახური მდგომარეობა, ჯილდოები - რა ქონებას ფლობს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი სულხან თამაზაშვილი?
21 აპრილს მორიგი სამთავრობო ცვლილებები გახდა ცნობილი, მათ შორის შს მინისტრის სავარძელი დაიკავა სულხან თამაზაშვილმა.
რა არის ახალ მინისტრზე ცნობილი?როგორც ოფიციალური ბიოგრაფიიდან ირკვევა ის 1983 წლის 10 იანვარს დაიბადა.
განათლება:2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
ასევე შსს აკადემიაში გავლილი აქვს:
2008 წელს - უბნის ინსპექტორთა საბაზისო სპეციალური კურსი;
2009 წელს - ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ დანაყოფებში მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების კურსი;
2010 წელს - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსი;
2011 წელს - შსს ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის ოპერატიულ ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების კურსი;
2012 წელს - მენტორ პოლიციელთა ტრენინგი.
სამუშაო გამოცდილება:
07.04.2025 - დღემდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
02.07.2021- 4.04.2025 - შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
09.10.2018 - 02.07.2021 - შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
10.08.2017- 09.10.2018 - შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი;