“ფეთ­ქე­ბა­დი ვარ, რად­გან მჭირ­დე­ბა ეს თვი­სე­ბა მუ­სი­კა­შიც. ზოგ­ჯერ მჭირ­დე­ბა ხმა­უ­რი, ზღვარს იქით გა­სუ­ლი ენერ­გია, ვე­ლუ­რო­ბა...“ - ნინო ქათამაძე ოჯახსა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

“ფეთ­ქე­ბა­დი ვარ, რად­გან მჭირ­დე­ბა ეს თვი­სე­ბა მუ­სი­კა­შიც. ზოგ­ჯერ მჭირ­დე­ბა ხმა­უ­რი, ზღვარს იქით გა­სუ­ლი ენერ­გია, ვე­ლუ­რო­ბა...“ - ნინო ქათამაძე ოჯახსა და კარიერაზე

მუ­სი­კო­სი ნინო ქა­თა­მა­ძე საშა კაც­მა­ნის პოდ­კას­ტის სტუ­მა­რი იყო, სა­დაც ოჯახ­ზე და შვილ­ზე ისა­უბ­რა. ნინო აღ­ნიშ­ნავს, რომ მუ­სი­კა მის­გან ყო­ველ­თვის მაქ­სი­მუმს ითხოვ­და, შვი­ლის­თვის კი საკ­მა­რის დროს არ უტო­ვებ­და, რის გა­მოც მას სულ ჰქონ­და სინ­დი­დის ქენ­ჯნა.

ნინო ქა­თა­მა­ძის მე­უღ­ლე ექი­მი და­ვით ლო­ლა­ძეა. ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­ცე­მა "ექი­მე­ბი­დან" გა­იც­ნო. და­თოს და ნი­ნოს ერთი შვი­ლი, ნი­კო­ლოზ ლო­ლა­ძე ჰყავთ, რო­მე­ლიც უკვე 17 წლი­საა. და­ვით ლო­ლა­ძე ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა."მუ­სი­კა ითხოვს ყვე­ლა­ფერს. ჩემს შვილ­თან ერ­თად პირ­ვე­ლად ვიმ­გზავ­რე, როცა იყო 7 წლის - არ ვიც­ნობ­დი.. დღემ­დე ვგრძნობ იმ პა­ტა­რა სი­ცა­რი­ე­ლეს ჩვენ შო­რის. ერთი წლის რომ გახ­და, სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი და მთე­ლი კონ­ცერ­ტი ვტი­რო­დი. რად­გან ვერ ვნა­ხე რო­გორ გა­ი­ა­რა პირ­ვე­ლად, (ტურ­ში ვი­ყა­ვი) რო­გორ იტი­რა, რო­გორ ეწყი­ნა... ბავ­შვს ზრდი­და ძიძა და მამა იყო მას­თან. ოჯა­ხი რთუ­ლია. მქონ­და ნა­მუ­სის ქენ­ჯნა ამ თე­მა­ზე. საყ­ვა­რელ­მა ემიგ­რან­ტებ­მა იცი­ან ეს გრძნო­ბა. იმ­დენ ხანს მე­ნატ­რე­ბო­და ჩემი შვი­ლი, შიგ­ნით სი­ცა­რი­ე­ლე იყო. ვე­რა­ფე­რი გივ­სებს ამ გრძნო­ბას. ვცდი­ლობ, რომ თა­ნას­წო­რი და მე­გო­ბა­რი ვიყო ჩემი შვი­ლის" - თქვა ნი­ნომ.

595713907-1419056279577744-5008965820141895463-n-32774-1776924968.jpg

"მე მოგ­ზა­უ­რი ვარ""რო­გორც კი სახ­ლში ვარ, ერთი კვი­რის მერე აუ­ტა­ნე­ლი ვხდე­ბი. თა­ნახ­მაა მერე ყვე­ლა, რომ წა­ვი­დე სად­მე, რად­გან ამ­ხე­ლა ენერ­გია სად­მე ხომ უნდა დავ­ხარ­ჯო. (იცი­ნის). მე მოგ­ზა­უ­რი ვარ. ფეთ­ქე­ბა­დი ვარ, რად­გან მჭირ­დე­ბა ეს თვი­სე­ბა მუ­სი­კა­შიც. ზოგ­ჯერ მჭირ­დე­ბა ხმა­უ­რი, ზღვარს იქით გა­სუ­ლი გა­სუ­ლი ენერ­გია, ვე­ლუ­რო­ბა და მე თუ ეს გა­მოვ­ზარ­დე, გავ­წვრთე­ნი ჩემი ემო­ცია, გა­მი­ჭირ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ცხოვ­რე­ბა­ში ხელს მიშ­ლის ეს თვი­სე­ბა. თუმ­ცა არა­ფერს ვე­ხე­ბი. მირ­ჩევ­ნია, ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა მქონ­დეს ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, სა­დაც მე თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი არ გა­მოვ­ჩნდე­ბი, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მუ­სი­კის­თვის მე­მე­ტე­ბა".

განაგრძეთ კითხვა