“სწო­რედ ასეთ მო­მენ­ტებ­ში ხე­დავ ფეხ­ბურ­თელ­თა დო­ნეს...“ - როგორ იხუმრა ლეუის ენრიკემ “არას“ შესახებ: - კვირის პალიტრა

“სწო­რედ ასეთ მო­მენ­ტებ­ში ხე­დავ ფეხ­ბურ­თელ­თა დო­ნეს...“ - როგორ იხუმრა ლეუის ენრიკემ “არას“ შესახებ:

საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის "ლიგა 1"-ის მო­რი­გი ტური გა­ი­მარ­თა, სა­დაც პსჟ "ნანტს" და­უ­პი­რის­პირ­და.

მატ­ჩი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ა­ტა­რა პა­რი­ზელ­თა ქარ­თველ­მა შემ­ტევ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ - მან დუბ­ლი მი­ით­ვა­ლა. ჯერ მე-13 წუთ­ზე ზუს­ტად გა­მო­ი­ყე­ნა 11-მეტ­რი­ა­ნი, ხოლო შემ­დეგ, 50-ე წუთ­ზე, რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თელს შო­რის გაძ­ვრა და შთამ­ბეჭ­და­ვი სოლო გოლი გა­ი­ტა­ნა.პსჟ-დან თავი გა­მო­ი­ჩი­ნა დე­ზი­რე დუ­ე­მაც. სა­ბო­ლო­ოდ პა­რი­ზე­ლებ­მა "ნან­ტი" 3-0 და­ა­მარ­ცხეს.

მატ­ჩის შემ­დეგ პა­რი­ზელ­თა მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ლუის ენ­რი­კემ ხვი­ჩას შე­სა­ხებ იხუმ­რა და თქვა, რომ "კვა­რას ეგო­ნა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე თა­მა­შობ­და".

"თით­ქმის იდე­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ჩა­ვა­ტა­რეთ, გა­მარ­ჯვე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ. "კვა­რა“ უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად თავს სამ­შა­ბათ­სა და ოთხშა­ბათს გრძნობს? (იღი­მის) მგო­ნი, ეს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის თა­მა­ში ეგო­ნა...

განაგრძეთ კითხვა