“ხუთი წლისას მქონდა პირველი სოლოკონცერტიც... კარგად მახსოვს, ბაჭია მქონდა თან კულისებში, სცენის მიღმა და სათამაშო, რომელსაც არ ვუშვებდი ხელს...“ - ირმა გიგანი ბავშვობაზე, კარიერაზე და ცნობილ ოჯახზე (ვიდეო)
როგორ გააგრძელა ირმა გიგანმა პიანისტი დედის გზა, როგორ იხსენებს ცნობილ ბაბუს და რა არის მუსიკა მის ცხოვრებაში?
ირმა გიგანი დღეს მსოფლიოში ცნობილი პიანისტია. ძირითადად, ავსტრიაში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა ხშირად ჩამოდის საქართველოში, ოჯახის წევრებთან და ასევე დადის გასტროლებზე.


უცხოეთში ის ცნობილი პიანისტი ირმა გიგანია, საქართველოში კი ამ სტატუსს ცნობილი ოჯახის შთამომავლობაც ემატება. ირმას ბაბუა ხომ გამოჩენილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იყო, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი, დედა - პიანისტი და პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, მამა - ბიზნესმენი ჯონი გიგანი.