“როცა გინდა, რომ მარტო იყო და იღრიალო... მქონია ეგეთი მომენტებიც...“ - ლელა წურწუმია საუბრობს რთულ დღეებზე, იღბალსა და საკუთარ ძლიერ მხარეებზე - კვირის პალიტრა

“როცა გინდა, რომ მარტო იყო და იღრიალო... მქონია ეგეთი მომენტებიც...“ - ლელა წურწუმია საუბრობს რთულ დღეებზე, იღბალსა და საკუთარ ძლიერ მხარეებზე

ცნობილი მომღერალი, 57 წლის ლელა წურწუმია გადაცემაში "შეხვედრები ეკა ხოფერიასთან" საუბრობს საკუთარ ძლიერ მხარეებზე, იღბალზე, რომელსაც დიდი შრომა უნდა ახლდეს აუცილებლად, მაყურებლების სიყვარულზე, ბენდზე, საყვარელ ადამიანებზე და ფორმის შენარჩუნების საშუალებებზე. ასევე იმაზე, თუ რა აძლევს ყველაზე დიდ ძალას სირთულეების დროს.

lela-da-mamulicha-w-h-1776846298-1776926794.jpeg

- მიუხედავად ძალიან ბევრი ნეგატივისა, რაც არსებობს და, რა თქმა უნდა, ვერ იქნები ამ შემთხვევაში სრულყოფილად ბედნიერი, მაგრამ რაღაცა პროცენტულად ჩვენს ცხოვრებას ხომ ჩვენ ვმართავთ? მე არ მიყვარს ნიჰილიზმი, ყოველთვის იმედის თვალით ვუყურებ მომავალს. აუცილებლად რაღაცა კარგი იქნება იმიტომ, რომ ყოველთვის დაღმართს აღმართი მოჰყვება, როგორც ყველა აღმართს აქვს დაღმართი. ეს პოზიტიური დამოკიდებულება მშველის, პირველ რიგში ჩემი თავის მიმართ და მიყვარს გამხნევება ჩემი თავის და იმ ადამიანების, ვისთან ერთადაც მოვდივარ. არ ვეძებ პრობლემას. არიან ადამიანები, რომლებიც არარსებულ პრობლემაში კიდევ პრობლემებს ეძებენ. მე პირიქით ვცდილობ ხოლმე, რომ აი, ის თუ არის ჩემი მოსაგვარებელი, მე მოვაგვარო, მე გავაკეთო... რაღაცა მომენტებში პირდაპირ ვასკდები ხოლმე, რომ რაც შეიძლება გავაუფერულო ის პრობლემა... იმიტომ, რომ ჯერ საშინელი დარდი ვიცი, საშინლად ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე, რომ არ მმართოს ჩემმა ემოციამ. მე თუ ამან მაჯობა, დაღუპული ვარ...

განაგრძეთ კითხვა