"ვისაც კოალიციური მართვა ბოროტებად მიაჩნია, მეფე ვარო გაიძახის და დამპალ პამიდვრებს ისვრის, მის სადარბაზოში არაფერი მესაქმება" - რას პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს?!
"სააკაშვილის ტანტრუმებს იმიტომ არ ვუთმობ დროს, რომ აღარავის აინტერესებს", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
"ბენზინის ფასზე, განათლების სისტემაზე და ნარკოდამოკიდებულებაზე ვიდეოებს ათასჯერ და ათიათასჯერ უკეთ მიაქვს, ვიდრე სექტარიანულ გარჩევებს.
საქმე დგას მარტივად! არსებობს შეთანხმება.შეთანხმებასთან შემოერთება არის ნებაყოფლობითი.ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებიდან გასვლა არის ნებაყოფლობითი.
ვისაც კოალიციური მართვა ბოროტებად მიაჩნია, მეფე ვარო გაიძახის და დამპალ პამიდვრებს ისვრის, მის სადარბაზოში არაფერი მესაქმება.
უფრო მეტი - ჩავლაც კი მეზარება.
შეთანხმება იქნება დაცული რადგან ეს შეთანხმებაა გამარჯვების ერთადერთი გზა. ვინ ივლის ამ გზაზე და ვინ გააგრძელებს თვითდესტრუქციას - კერძო გადაწყვეტილების საქმეა", - წერს ჩერგოლეიშვილი.