ისლამ მახაჩოვს ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფიანი ბუცები მოჰპარეს - "დამიბრუნეთ, ქურდებო!"
UFC-ს ცნობილი მებრძოლი ისლამ მახაჩოვი ქურდობის მსხვერპლი გახდა. დაღესტანელ მებრძოლს იტალიაში სამგზავრო ჩანთა მოჰპარეს. მაგრამ გული უფრო იმაზე დაწყდა, რომ ჩანთაში ჰქონდა ბუცები ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფით.
"ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ამ ჩანთაში "კვარას" ბუცები იყო. მან ის ბოლო მოგებული თამაშის შემდეგ მაჩუქა. ქურდებო, თუ ფეხბურთი არ გიყვართ, გთხოვთ, დამიბრუნოთ", - დაწერა მახაჩოვმა სოციალურ ქსელში.
34 წლის დაღესტნელი UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი და ამჟამინდელი ნახევრადმძიმე წონის ჩემპიონია. მახაჩოვი პირველია, ვინც ქამრები ორ წონით კატეგორიაში მოიგო. UFC-ის ოფიციალურ რეიტინგში ის პირველ ადგილზეა.