"საქართველოში უნდა წავიდეს, ნამდვილ კაცებთან ერთად იაროს, იქ კაცობის სხვა დონეა" - ცარუკიანი თოფურიას აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

"საქართველოში უნდა წავიდეს, ნამდვილ კაცებთან ერთად იაროს, იქ კაცობის სხვა დონეა" - ცარუკიანი თოფურიას აკრიტიკებს

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის, ილია თო­ფუ­რი­ა­სა და სო­მე­ხი მებ­რძო­ლის, არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცა­რუ­კი­ან­ზე ილი­ამ ისა­უბ­რა, ხოლო ამ­ჯე­რად არ­მან­მა "შე­ამ­კო" მე­ტო­ქე.

ცა­რუ­კი­ან­მა ილია თო­ფუ­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არი­ელ ჰელ­ვან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნი:"ის ამ­ბობს, რომ მე X-ზე დავ­წე­რე, თით­ქოს რა­ღა­ცას ვუ­პი­რებ­დი. ეს ოლი­ვე­ი­რას­თან ბრძო­ლამ­დე იყო. მე მას­ზე არ და­მი­წე­რია, რომ რა­მეს ვუ­პი­რებ­დი. მან თქვა, რომ როცა შევ­ხვდით, სილა გა­მაწ­ნა, მაგ­რამ ეს არას­დროს მომ­ხდა­რა. მან უბ­რა­ლოდ იც­რუა. ის ცრუ­ობს და მო­ი­ტყუა იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ თით­ქოს მე ტვი­ტერ­ზე განგსტე­რი ვარ. მე განგსტე­რი კი არა, კაცი ვარ, ის უკა­ნალს იპარ­სავს, იპარ­სავს ხე­ლებს, ფე­ხებს, მე კაცი მა­ინც ვარ და ამას არ ვა­კე­თებ."

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ თო­ფუ­რია "სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა წა­ვი­დეს და "ნამ­დვილ კა­ცებ­თან ერ­თად ია­როს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ცო­ბის სხვა დო­ნეა"."მა­ი­ა­მის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა წა­ვი­დეს, მა­ი­ა­მი­ში ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა წა­ვი­დეს, იქ დარ­ჩეს და ნამ­დვილ კა­ცებ­თან ერ­თად ია­როს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ცო­ბის სხვა დო­ნეა. თუ ზედა წო­ნა­ში ავა, პრობ­ლე­მა არ არის. ის ავა ზე­ვით, ის­ლა­მი და­ა­მარ­ცხებს. მერე დაბ­ლა ჩა­მო­ვა და მე ვცემ, რის შემ­დე­გაც UFC უბ­რა­ლოდ გა­უშ­ვებს. გააგრძელეთ კითხვა