კლიმატური კატასტროფა, რომლის შესახებაც არ საუბრობენ - "ქალაქების დატბორვა, საკვების დეფიციტი და ეკოსისტემების დაშლა": რას ამბობენ მეცნიერები - კვირის პალიტრა

კლიმატური კატასტროფა, რომლის შესახებაც არ საუბრობენ - "ქალაქების დატბორვა, საკვების დეფიციტი და ეკოსისტემების დაშლა": რას ამბობენ მეცნიერები

მეც­ნი­ე­რებ­მა ხე­ლახ­ლა შე­ა­ფა­სეს ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სის­ტე­მა - ატ­ლან­ტი­კის მე­რი­დი­ა­ნუ­ლი ცირ­კუ­ლა­ცია და გა­ნა­ცხა­დეს, რომ იზ­რდე­ბა მისი შე­სუს­ტე­ბის, ან სა­ერ­თოდ შე­ჩე­რე­ბის რის­კი.

  • ეს არის დი­ნე­ბა­თა სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მატ­ზე. დი­ნე­ბა­თა ცირ­კუ­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სით­ბო ტრო­პი­კე­ბი­დან ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კის­კენ გა­და­დის და ამით ამინ­დი სტა­ბი­ლუ­რი ხდე­ბა, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო, ზღვის წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა და მა­რი­ლი­ა­ნო­ბა იც­ვლე­ბა, რაც დი­ნე­ბა­თა ცირ­კუ­ლა­ცი­ის პრო­ცესს არ­ღვევს.

ბოლო კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თუ ეს სის­ტე­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­სუს­ტდე­ბა ან სა­ერ­თოდ შე­ჩერ­დე­ბა, შე­დე­გე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პა­ში ზამ­თა­რი ბევ­რად უფრო ცივი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, ხოლო ამა­ზო­ნის ჯუნ­გლებ­ში წყლის ციკ­ლი შე­იც­ვლე­ბა. ეს კი ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას და ეკო­სის­ტე­მე­ბის დაშ­ლას გა­მო­იწ­ვევს.

ამ პრო­ცეს­მა შე­იძ­ლე­ბა და­აჩ­ქა­როს ზღვის დო­ნის მა­ტე­ბა, რაც სა­ნა­პი­რო ქა­ლა­ქე­ბის­თვის დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.გარ­და ამი­სა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდა ან­ტარ­ქტი­და­ზე, ასე­ვე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაგ­რო­ვი­ლი ნახ­შირ­ბა­დის გა­მო­ყო­ფა სამ­ხრეთ ოკე­ა­ნი­დან, რაც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად და­ე­ცე­მა. ლონ­დონ­ში შე­საძ­ლოა -19°C და­ფიქ­სირ­დეს, ედინ­ბურ­გში -30°C, ხოლო ოს­ლო­ში -48°C.

განაგრძეთ კითხვა