რა ქონებას ფლობს გელა გელაძე?! - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს გელა გელაძე?!

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა გელა გელაძე ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 20 თებერვალს წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ გელა გელაძის ნაცვლად, შსს-ს სულხან თამაზაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო. როგორც პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სუს-ს ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება და შესაბამისად თანამდებობა შეიქმნება. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი გელა გელაძე.

როგორც მის მიერ შევსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, გელა გელაძის საკუთრებაშია:

1468 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 2009 წელს ჩუქებით გადაეცა;

7350 კვ.მ ფართს მიწის ნაკვეთი, ახმეტის რაიონში, კერძოდ, მაღრიანში, რომელიც 2021 წელს 5500 აშშ დოლარად შეიძინა.

გარდა ამისა, გელა გელაძის მეუღლის სახელზეა:

60 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 2007 წელს ჩუქებით გადაეცა;

60,9 კვ.მ ბინა ბაკურიანში, 2017 წელს 72 820 ლარად არის შეძენილი;

44,7 კვ.მ ბინა ბაკურიანში, 2017 წელს 55 650 ლარად არის შეძენილი;

27 კვ.მ ბინა ბაკურიანში, 2017 წელს 37 350 ლარად არის შეძენილი;

46, 9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, თბილისში, ჭავჭავაძეზე, 2007 წელს ჩუქებით გადაეცა;

817 კვ.მ მიწის ნაკვეთი კოჯორში, 2017 წელს 11 000 ლარია გადახდილი;

94 კვ.მ მიწის ნაკვეთის (თბილისში), 50%, 2024 წელს 7552 ლარია გადახდილი;

ორი ავტოფარეხი, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, 2012 წელს ჯამში 20 000 აშშ დოლარია გადახდილი.

განაგრძე კითხვა