ბათუმში, ძველ ბულვარში, აფეთქება მოხდა - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე
ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქება იყო. სავარაუდოდ გაზი აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორიაზე ასევე, იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
"ინტერპრესნიუსი"