"აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა...არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ" - მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

"აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა...არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ" - მიხეილ სააკაშვილი

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა.

არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო.ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას", - წერს სააკაშვილი.