“ღამე რომ მივდიოდი ხოლმე სახლში, ავიღებდი ალბომებს, ჩავიხუტებდი და ვტიროდი...“ - თამო ვაშალომიძე რთულ პერიოდებსა და ოცნებების ასრულებაზე - კვირის პალიტრა

“ღამე რომ მივდიოდი ხოლმე სახლში, ავიღებდი ალბომებს, ჩავიხუტებდი და ვტიროდი...“ - თამო ვაშალომიძე რთულ პერიოდებსა და ოცნებების ასრულებაზე

მოდელი, ინფლუენსერი, ბიზნესვუმენი და ორი შვილის დედა თამო ვაშალომიძე პოდკასტში „ქალთა ხმა ბიზნესში“ საუბრობს წარმატების გზაზე, თუ როგორ წამოიწყო ბიზნესსაქმიანობა, როგორ აქცია წამოწყება წარმატებულ ბრენდად, როგორ გადაიტანა მტკივნეული ფაქტი პირად ცხოვრებაში - მეუღლესთან განქორწინება და როგორი დედაა:

- 15 წლიდან მარტო ვცხოვრობ... ის პერიოდი, როდესაც უნდა დამემთავრებინა, ჩამებარებინა და სტუდენტობა გამომეცადა, ამ დროს მიმტანი ვიყავი ორ რესტორანში და ვმუშაობდი, რომ ქირა გადამეხადა და ბებიას მომვლელის ფული გადამეხადა. ახლა ხანდახან რომ შეიძლება უბრალო რაღაცები მომეწონოს, აი კორეაში ვიყავი და რაღაც გულები დავკიდე, ისე მომეწონა ეს ბავშვური რაღაც, აი იმ პერიოდში რომ უნდა გამევლო წესით და არა ახლა, 34 წლის ასაკში... მაგრამ ყველაფერი ჩამოვიტოვე და გავხდი დიდი ქალი ვიყავი უკვე 15 წლისა. დღევანდელი თამო ვაძლევ თავს უფლებას, რომ ვიყო ბავშვი, ხანდახან ვითამაშო ბავშვებთან... რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე, რაც დამაკლდა და ვერ ვაძლევდი ჩემს თავს იმ ფუფუნებას, რომ რაღაცები გამეკეთებინა, ახლა ვაძლევ, თუ მაქვს შანსი.პატარა თამოს სულ ჰქონდა ოცნებები, რაღაც 99% ავუსრულე და ვფიქრობ, რომ იმ 1%-საც ავუსრულებ...

განაგრძეთ კითხვა