რაჭაში, სტუმრად მყოფმა პირმა ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით, საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა - პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა - კვირის პალიტრა

რაჭაში, სტუმრად მყოფმა პირმა ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით, საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა - პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა

პო­ლი­ცი­ამ რა­ჭა­ში მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბის და გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა, და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი.

კერ­ძოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ყა­ჩა­ღო­ბის და გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ნ. და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში სტუმ­რად ყოფ­ნი­სას, 1941 წელს და­ბა­დე­ბულ ჯ.დ.-ს და მის მე­უღ­ლეს, ცივი ია­რა­ღის მუ­ქა­რით მათ სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის გა­და­ფორ­მე­ბა და თან­ხა მოს­თხო­ვა. დ.ნ.-მ გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში ვერ მო­იყ­ვა­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დ.ნ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 181-ე და 179-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო