“ძა­ლის­ხმე­ვას არ ვაკ­ლებ­დი, რომ ოჯა­ხი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა....“ - ნიკოლ ფაშინიანი ანა ჰაკობიანს შეურიგდა - კვირის პალიტრა

“ძა­ლის­ხმე­ვას არ ვაკ­ლებ­დი, რომ ოჯა­ხი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა....“ - ნიკოლ ფაშინიანი ანა ჰაკობიანს შეურიგდა

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია. ორ­თვი­ა­ნი სკან­და­ლუ­რი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, პრე­მი­ერ­მა სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ ის და მისი მე­უღ­ლე, ანა აკო­ბი­ა­ნი შე­რიგ­დნენ. წყვი­ლი, რო­მე­ლიც 26 წე­ლია ერ­თად არის, 19 აპ­რილს კვლავ ერ­თად შე­ნიშ­ნეს, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უამ­რა­ვი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა.

"პა­ტივს ვცემ­დი, მაგ­რამ არ ვე­თან­ხმე­ბო­დი" - ფა­ში­ნი­ა­ნის აღ­სა­რე­ბა

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ფა­ში­ნი­ან­მა გუ­ლახ­დი­ლად უპა­სუ­ხა. მისი თქმით, თე­ბერ­ვალ­ში ანა ჰა­კო­ბი­ა­ნის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ მის­თვის მი­სა­ღე­ბი არ ყო­ფი­ლა.

„რო­დე­საც ანამ გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და, მე ვთქვი, რომ პა­ტივს ვცემ­დი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუმ­ცა არ მით­ქვამს, რომ ამას ვე­გუ­ე­ბო­დი. ბუ­ნებ­რი­ვია, მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლის­ხმე­ვას არ ვაკ­ლებ­დი, რომ ოჯა­ხი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ეს მოხ­და და მო­მე­ცა კი­დევ ერთი შან­სი, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხი კვლავ ერ­თად იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

პო­ლი­ტი­კუ­რი გათ­ვლა თუ ნამ­დვი­ლი გრძნო­ბე­ბი?

სომ­ხურ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკვე გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი, რომ ეს "ოჯა­ხუ­რი დრა­მა" შე­საძ­ლოა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პიარ-კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი იყოს. ივ­ნის­ში სომ­ხეთ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია და­გეგ­მი­ლი.

განაგრძეთ კითხვა