პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული პოეტი, ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის - კვირის პალიტრა

პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული პოეტი, ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის

ადვოკატ მარიამ პატარიძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული პოეტი, ზვიად რატინი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, ციხის ადმინისტრაციის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, რადგანაც „ზვიად რატიანის პიროვნების გათვალისწინებით მისთვის ნებისმიერი შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის“.

ადვოკატის განმარტებით, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც ზვიად რატიანი მსჯავრს იხდის, მკაცრი დაწესებულების ტიპს შეესაბამება, აღნიშნული შეზღუდვით კი მსჯავრდებულს პაემნების რაოდენობა ეზღუდება.

„ფაქტი არის, რომ ციხის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ცხადია, სასამართლოში გავასაჩივრებთ, რადგანაც არ არსებობს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულება მისი პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილი იყოს. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება არის შაბლონური იმ ადამიანების მიმართ, რომელთა პატიმრობაც უკავშირდება საპროტესტო აქციებს.

განაგრძეთ კითხვა