“პაველ ჰერჩინსკის განცხადება იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული... ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველასთვის და მერე არ თქვან, პოლიტპატიმრები ვართო“ - თენგიზ შარმანაშვილი - კვირის პალიტრა

“პაველ ჰერჩინსკის განცხადება იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული... ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველასთვის და მერე არ თქვან, პოლიტპატიმრები ვართო“ - თენგიზ შარმანაშვილი

ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადება, რადგან სამოქალაქო ომზე დაიწყო საუბარი - აქაურებს, ვინც შეიძლება ამ „ბლაჟევიჩის ავანტიურაში” გაეხვას (ეს რაღაც ერთიანი სურათი ჩანს), ვაფრთხილებ, რომ ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველასთვის - მერე არ თქვან, რომ პოლიტპატიმრები ვართ ან მსგავსი რაღაცები, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება.

მისი თქმით, ერი ასეთი მუქარების დროს უფრო იკვრება, ვიდრე იშლება.

„ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადება, რადგან სამოქალაქო ომზე დაიწყო საუბარი. ეს არ არის მშვიდობიანი დამხობა და რაღაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ბლოკირება ან ამ თემაზე ლაპარაკი - პირდაპირ სიტყვა ომი ახსენა. საქართველოს მოსახლეობაში ყოვლად დაუშვებელია ასეთი ტიპის განცხადებების, შანტაჟისა და მუქარის გავრცელება.

იცოდნენ, ეს ყველაფერი მომდინარეობს მათი ხელმძღვანელობიდან, ვინც ამ დირექტივებს იძლევა. ისინი ქართველ ხალხს არ იცნობენ. ერი ასეთი მუქარების დროს უფრო ვიკვრებით, ვიდრე ვიშლებით. როდესაც ჩვენ ომით და სისხლისღვრით გვემუქრებიან, უკიდურესად დაპირისპირებული ადამიანებიც კი შეიძლება ერთად დადგნენ. ასე რომ, აქაურებს, ვინც შეიძლება ამ ბლაჟევიჩის ავანტიურაში გაეხვას (ეს რაღაც ერთიანი სურათი ჩანს), ვაფრთხილებ, რომ ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველასთვის - მერე არ თქვან, რომ პოლიტპატიმრები ვართ ან მსგავსი რაღაცები. ადრეც ვაფრთხილებდით ხოლმე, რომ არ გააკეთოთ ეს, მაგრამ ეს იმაზე ათჯერ უარესია. აქ სამოქალაქო ომზე და ერთმანეთის სისხლის დაღვრაზე გველაპარაკებიან. ეს უპასუხოდ არ დარჩება. საქართველოს სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

განაგრძეთ კითხვა