ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მუშაობა დაიწყეს - რას აცხადებს კაია კალასი
ხელახლა უნდა განვიხილოთ წინა წითელი ხაზები, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის და ის, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველ რიგში, კარგი ამბავი უკრაინის შესახებ: 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელიც დავამტკიცეთ და ასევე სანქციების მე-20 პაკეტი. ახლა ასევე ხელახლა უნდა განვიხილოთ წინა წითელი ხაზები, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის და ის, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კალასმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებმა ასევე მუშაობა დაიწყეს სანქციების 21-ე პაკეტზე.