“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ... რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს...“ - გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკის განცხადებზე - კვირის პალიტრა

“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ... რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს...“ - გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკის განცხადებზე

მუქარის ახალი ხარისხია წინ წამოწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს ჰერჩინსკის ბრალი იყოს - იგი ინსტრუქციას ასრულებს, მით უმეტეს მალე უმთავრდება საქართველოში საქმიანობის ვადა და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კარგი კანდიდატია ასეთი მუქარის გაჟღერებისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალთმაქცურად მოეფეროს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გამცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ჰერჩინკის განცხადება მუქარაა.

„ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირში კარგად ამჩნევენ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან კარგად იაზრებს მშვიდობის თემას, რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევებია და მნიშვნელოვანწილად ამ განზომილებითაც ხელმძღვანელობს, როდესაც ხელისუფლებას უჭერს მხარს. ეს არის მუქარა, რომ ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლისღვრა, დაპირისპირება არის სწორედ ის მიზანი, რომელსაც გაჰყვება ბრიუსელის ადმინისტრაცია, თუკი საზოგადოების ეს ნაწილი მორჩილი არ იქნება.

ადრე ხალხს მხოლოდ მათ ეძახდა, ვინც რუსთაველის გამზირზე იყო გამოსული, ახლა მთლიან საზოგადოებას ახსენებს, რომ მათ ხელეწიფებათ საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან და ეკონომიკურ ნგრევასთან. ეს არის მუქარა.

განაგრძეთ კითხვა