რა შემთხვევაში დატოვებს "ნაცმოძრაობა" "ოპოზიციურ ალიანსს"?! - გიორგი ბარამიძის განცხადება - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში დატოვებს "ნაცმოძრაობა" "ოპოზიციურ ალიანსს"?! - გიორგი ბარამიძის განცხადება

ეს ალიანსი ვერ იქნება „ანტი-მიშა ალიანსი“, თუ ვიღაცას მოუნდება, რომ ასეთად გადააკეთოს, ამას შევეწინააღმდეგებით. არ მგონია, რომ ასეთად გადაიქცეს, მაგრამ თუ ასეთად გადაიქცევა, ბუნებრივია, იქ ჩვენი ადგილი არ იქნება,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „ოპოზიციურ ალიანსში“ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი ყველა უთანხმოებას გადალახავს და იმ პასუხისმგებლობით იმოქმედებს, რაც სამშობლოს წინაშე აქვს.

„ყველას აქვს თავისი აზრი და შეხედულება, იცით, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გადასარჩენად ერთიანი ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენი ლიდერი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ვამაყობთ, რომ ასეთი ლიდერი ჰყავს არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მთელ ქართულ პროგრესულ და პატრიოტულ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ალიანსში, შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს. ვერავინ აუკრძალავს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ თავისი შეხედულება ჰქონდეს. ასევე, არათუ ვერავინ აუკრძალავს, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად გავიზიაროთ ჩვენც, მისმა გუნდმაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა პატრიოტულმა პარტიებმა, რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გავიზიაროთ და ისეთი გზით ვიაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად საქართველოო გავათავისუფლოთ ამ მოღალატური, კრიმინალური, რუსული რეჟიმისგან. პრეზიდენტ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი შეთანხმება არ დაურღვევია, ჩვენ ამაზე გავეცით პასუხი. კრიტიკა არ არის თავდასხმა. ჩვენი შეთანხმებით, ეს არის გათვალისწინებული. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს კრიტიკა, ეს მისი საქმეა, მისი უფლებაც არის, რომ ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი თქვას."

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა